Homeჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ლევან მდინარაძე

ჩვენი ისტორია

„რემბოუ ივენთსი“ ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ კომპანიის პორტფელი მრავალ წარმატებულ ღონისძიებას მოიცავს.

ყველაფერი კი 2009 წლიდან დაიწყო, როცა ლევან მდინარაძემ ცნობილმა, როგორც DJ Rembo ძალები ღონისძიებების ორგანიზებაშიც მოსინჯა. ცხადია, იყო გამოწვევები, მაგრამ საქმის სიყვარულმა და შრომამ შედეგი გამოიღო და წარმატებამაც არ დააყოვნა. სადღესასწაულო „ბაფთა“ კომპანიის სახელწოდებამაც მოირგო და ასე გაჩნდა RemBow.

საერთო იდეის გარშემო გაერთიანებულმა ენერგიულმა გუნდმა შექმნა „რემბოუ“ ­– კომპანია, რომელმაც პროფესიონალი და საიმედო პარტნიორის სახელი დაიმკვიდრა.

რემბოუს პროფესიონალებით დაკომპლექტებული და მეგობრული გუნდი იზრუნებს თქვენს ბედნიერებაზე – იდეიდან დაუვიწყარ გამოცდილებამდე. ჩვენი მისიაა შევთქმნათ დაუვიწყარი მოგონებები და მივანიჭოთ ადამიანებს დადებითი ემოციები. მთავარი მოტივატორი კი გაბრწყინებული სახეების ხილვაა. ამაში კი ჩვენი საქმის სიყვარული გვეხმარება.

ვქმნით ბედნიერ მოგონებებს, რომლებსაც წლები ვერაფერს დააკლებს!

 

10+ წლიანი გამოცდილება

100+ პარტნიორი კომპანია

300+ ორგანიზებული ღონისძიება

100 000+ ადამიანისთვის შექმნილი დაუვიწყარი მოგონება

About Rembow
Rembow.ge

სერვისები

ღონისძიებების ორგანიზება საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. მრავალწლიანი გამოცდილება და საქმის სიყვარული გვეხმარება, თქვენი ღონისძიება იყოს დაუვიწყარი.

კორპორატიული
კორპორატიული ღონისძიება

გთავაზობთ კორპორაციული ღონისძიების დაგეგმვის სრულ და თქვენზე მორგებულ მომსახურებას: პროგრამის მომზადება, ლოკაცია, მუსიკალური და ვიზუალური გაფორმება, აქტივობები, წამყვანი, კვება, ფოიერვერკი და ა.შ.

conferences
კონფერენცია

გთავაზობთ სხვადასხვა თემატიკის, ფორმატისა და მასშტაბის კონფერენციების ორგანიზებას. იქნება ეს, ვიდეოკონფერენცია თუ გასვლითი სამუშაო შეხვედრა, ქართულად თუ უცხო ენაზე, ფურშეტითა თუ მის გარეშე.

თიმბილდინგი
თიმბილდინგი​

გააძლიერეთ თქვენი გუნდის ეფექტიანობა რემბოუსთან ერთად – თიმბილდინგი ხელს უწყობს გუნდის წევრების უკეთ გაცნობასა და დაახლოვებას, აუმჯობესებს ჩართულობასა და ურთიერთნდობის ჩამოყალიბებას. 

ქორწილი
ქორწილი

ქორწინება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. კარგი ქორწილი მხოლოდ და მხოლოდ კარგ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს ნიშნავს, ამ ყველაფრის მიღწევაში ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.

ფესტივალი
ფესტივალი

მუსიკალური ფესტივალები, ღვინის დღეები, საახალწლო ბაზრობები, საყოველთაო დღესასწაულები თუ სხვა ­– საზეიმო განწყობის შექმნაზე რემბოუს გუნდი იზრუნებს. 

პარტნიორი კომპანიები