Case Study: Midea - მიდეა
მიდეა RemBow-სთან სამი წელია, თანამშრომლობს. ჩვენ ერთად ორი დიდი კონფერენცია ჩავატარეთ, რომელსაც ჯამში 400-მდე ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომლებსაც საქართველოში ვუმასპინძლეთ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ორივე ღონისძიების შემთხვევაში, ყველაფერმა გეგმის მიხედვით, ყოველგვარი მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ორივე ღონისძიება მოიცავდა როგორც ოფიციალურ, ისე არაფორმალურ ნაწილს და ორივე ნაწილმა შესანიშნავად ჩაიარა.
RemBow-ს გუნდი წინასწარ ყოველთვის ისმენს, ითვალიწინებს და აანალიზებს ჩვენს სურვილებს და საჭიროებებს და გვიზიარებს პროფესიონალურ რეკომენდაციებს. Საბოლოოდ ყოველთვის კარგ შედეგს ვიღებთ.
RemBow-ს გუნდთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა, რადგან იგი დაკომპლექტებულია კომუნიკაბელური, პროფესიონალი ადამიანებისგან. ამიტომ ვირჩევთ მათ, მნიშვნელოვანი ღონისძიებების პარტნიორად.
სოფი ფიროსმანაშვილი, მარკეტინგის მენეჯერი
გაიგეთ მეტი RemBow-ს სერვისების შესახებ ამ ბმულიდან.