„ღონისძიების კონცეფცია ყოველთვის დაუვიწყარია“ - როგორ აფასებს Swiss Capital RemBow-სთან თანამშრომლობას
კორპორატიული ღონისძიება დიდი დღესასწაულია, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ის ჩვეული სამუშაო გარემოს მიღმა ურთიერთობის შესაძლებლობას იძლევა. ეს აძლიერებს კავშირებს, ხელს უწყობს გუნდურ ერთიანობას და კორპორატიული კულტურის გაძლიერებას“, – ამბობენ Swiss Capital-ში.
„ჩვენი თანამშრომლები წლიდან წლამდე ელოდებიან დაჯილდოებებს, საჩუქრებს, ახალ თავგადასავალს, რითაც ჩვენ არა მხოლოდ ვაღიარებთ ჩვენი გუნდის შრომისმოყვარეობასა და თავდადებას, არამედ ვაძლევთ შთაგონებას უფრო დიდი სიმაღლეების მასაღწევად“, – ამბობენ Swiss Capital-ში.
კომპანიამ უკვე არაერთი კორპორატიული საღამო დაგეგმა და განახორციელა RemBow-სთან ერთად.
„RemBow ყოველთვის გულმოდგინედ იკვლევს ჩვენი ღონისძიების მთავარ აქცენტებსა და საჭიროებებს. თავდაპირველად, კომპანიის კრეატიული ჯგუფი საღამოს კონცეფციის ჩამოყალიბებაზე იწყებს მუშაობას. ეს კონცეფცია ყოველთვის ორიგინალურ, საინტერესო ამბავს ეფუძნება. ღონისძიებას აქვს სცენარი, სიუჟეტი, რომელიც შეიძლება ამბად მოყვე. გარდა კონცეფციისა, Rembow ასევე ზრუნავს დეკორაციებზე, ფოტო სტენდების დიზაინზე და განთავსებაზე, ტექნიკურ აღჭურვილობაზე, განათებაზე, ფოტოგრაფზე, ვიდეოგრაფზე, მუსიკალურ გაფორმებაზე, როგორიცაა ბენდისა და DJ-ს მოწვევა და ა. შ. კონცეფციიდან – შესრულებამდე, ჩვენ ერთად ზედმიწევნით ვგეგმავთ ყველა დეტალს. ჩვენი მიზანია, ინოვაციური და კრეატიული ელემენტების კომბინაციით შევქმნათ დასამახსოვრებელი დღესასწაული. ვცდილობთ, გავაოცოთ და გავახაროთ ჩვენი დამსწრეები. ეს ინტერაქტიული აქტივობები, მომხიბლავი შოუები თუ თამაშები ქმნის ისეთ გამოცდილებას, რომელიც სცილდება უბრალო შეკრებებს“, – ამბობენ კომპანიაში.
Swiss Capital-ის შეფასებით, Rembow-სთან თანამშრომლობა წლების განმავლობაში წარმატებულად ვითარდება და თანაშრომლები ყოველთვის აღფრთოვანებასა და კმაყოფილებას გამოთქვამენ ღონისძიების დღეს.
„ამის მიზეზი ისაა, რომ ღონისძიებების ორგანიზებისას RemBow-ს გუნდი თითოეულ დეტალს ითვალისწინებს. საღამოს კონცეფცია ყოველთვის განსხვავებული, დაუვიწყარი და, რაც მთავარია, ზუსტად მორგებულია აუდიტორიის ტიპზე, განწყობებსა და გემოვნებაზე. ვთვლით, რომ Rembow-ს ჰყავს საუკეთესო, პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, რომლებთანაც თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან კომფორტული და საინტერესოა და რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი ღონისძიების კარგად ორგანიზება“.
და ბოლოს, როგორც Swiss Capital-ში ამბობენ, მათი კორპორატიული ღონისძიებები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შეკრება; ეს არის მიღწევების აღნიშვნის შესაძლებლობა, კომპანიის კულტურის გამოხატულება და შთაგონების წყარო მომავლისთვის.
„აქ იქმნება მოგონებები და მყარდება კავშირები“, – ამბობენ Swiss Capital-ში.
გაიგეთ მეტი RemBow-ს სერვისების შესახებ ამ ბმულიდან.