Homeკორპორატიულის ორგანიზება

კორპორატიულის ორგანიზება

კორპორატიულის ორგანიზება

კორპორატიული საღამოს ორგანიზება არის Rembow.ge-ს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი. კორპორატიულის ორგანიზებაში მნიშვნელოვანია იყოს გათვალისწინებული ძალიან ბევრი დეტალი, რომელსაც დღეს განვიხილავთ. 

კორპორატიულის ორგანიზებისთვის საჭირო პროცედურები

წარმატებული კორპორატიული საღამოს დასაგეგმად და მისი ორგანიზებისთვის საჭიროა კარგად ნაფიქრი და თანმიმდევრული გეგმა. პირველი ნაბიჯი მოითხოვს კორპორატიული საღამოს მიზნის მკვეთრ განსაზღვრას: რისთვის კეთდება ის? თიმბილდინგისთვის? მნიშვნელოვანი ეტაპის აღსანიშნად? თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო. 

შემდეგი ნაბიჯია ბიუჯეტის განსაზღვრა და პოტენციური დანახარჯების დეტალური გაშლა.

კორპორატიულის ორგანიზება მოითხოვს ჩატარების სწორი ადგილის ჩატარებას და, საბედნიეროდ, საქართველო მდიდარია ასეთი ადგილებით – დაწყებული ელეგანტური დარბაზებიდან და რესტორნებიდან, დამთავრებული გარე სივრცეებით ქალაქში ან ზღვასთან. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ადგილი სიე იყოს შერჩეული, რომ ის ასახავდეს კომპანიაში არსებულ ტონს და ატმოსფეროს. ასევე, კორპორატიული საღამო დაგეგმვის პროცესში მნიშვნელოვანია ისეთი აქტივობების ჩართვა, რომლებბიც შეესაბამება კომპანიაში არსებულ საორგანიზაციო კულტურას. ტკბილი მოგონებების დასატოვებლად ასევე მნიშვნელოვანია სწორედ იყოს არჩეული კორპორატიული საღამოს თემა/სტილი.

ლოგისტიკური და საკოორდინაციო პროცედური ნებისმიერი კორპორატიული საღამოს საყრდენს წარმოადგენს. ზემოაღნიშნული მოიცავს: მოსაწვევების მენეჯმენტს, ტრანსპორტირებას, საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლების/პარტნიორების განთავსებას და ტექნიკური ნაწილის მოგვარებას.

ზემოაღნიშნული პროცედურები შეიძლება ძალზედ რთული აღმოჩნდეს მოუმზადებელი ადამიანისთვის, ამიტომ ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ კომპანია Rembow.ge-ს, რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი ტიპის კორპორატიულის ორგანიზებასა და ჩატარებაში.

კორპორატიული საღამოს ტიპები

კორპორატიული საღამოს ტიპები შეიძლება რადიკალურად  განსხვავდებოდეს კომპანიის კულტურიდან, მიზნებიდან და სათქმელიდან გამომდინარე. ყველაზე გავრცელებული ტიპები მოიცავენ: გალა ვახშმებს, თიმბილდინგს, ნეთვორკინგ საღამოები, თემატური საღამოები

კორპორატიულის ორგანიზების საუკეთესო დრო

საქართველოს მდიდარი კლიმატი გვთავაზობს კორპორატიულების ორგანიზების სხვადასხვა შესაძლებლობას. გაზაფხული და შემოდგომა იდეალური სეზონებია გარე ივენთების ჩასატარებლად, ხოლო ზაფხული – იდეალური სეზონია უფრო აქტიური და დასვენების ტიპის კორპორატიულების ჩასატარებლად ზღვის პირას. 

მიუხედავად ამისა, საუკეთესო დროის არჩევის პროცესში მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს კომპანიის და მისი თანამშრომლების სამუშაო კალენდარი. თუ კორპორატიულის ორგანიზება ემთხვევა მნიშვნელოვან აფდეითებს ან თანამშრომლეთა მაღალ დატვირთვას, ეს შეიძლება აღმოჩნდეს ხელის შემშლელი ფაქტორი იდეალური კორპორატიულის დასაორგანიზებლად.

კორპორატიულის ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯები

კორპორატიულის ორგანიზება დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან. ხარჯები კი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის: ორგანიზების ლოკაციაზე, დამსწრეთა რაოდენობაზე, ღონისძიების ტიპზე, და დამატებით სერვისებზე, როგორებიცაა, მაგალითად, კატერინგი და დეკორაციები. 

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კორპორატიულის ხარჯები შეიძლება ვარირებდეს რამოდენიმე ათასიდან რამოდენიმე ათეულ ათას ლარამდე. 

კორპორატიულის ზუსტი ბიუჯეტირება მოითხოვს სწორი პაკეტის არჩევას და ყველა დეტალის გათვალისწინებას. მნიშვნელოვანია ასევე გვესმოდეს, რაზე შეგვიძლია დავზოგოთ ისე, რომ კორპორატიულის ხარისხი არ შეიცვალოს.

აქ მნიშვნელოვანია რომ ივენთ ფლანერმა სწორედ აირჩიოს სერვისის მიმწოდებელი და ლოკაცია, რომელიც სთავაზობს შეღავათიან ღირებულებას საკვებზე, დეკორაციებსა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე.

Rembow - კორპორატიულების ორგანიზების საუკეთესო კომპანია ამიერკავკასიაში

ყველა ზემოაღნიშნული პროცესი არის საკმაოდ კომპლექსური, რომ კომპანიის მენეჯერებმა განახორციელონ კორპორატიულის ორგანიზება დამოუკიდებლად. ამის დელეგირება უმჯობესია გამოცდილ ივენთ ფლანერზე, ისეთზე, როგორიც არის კომპანია Rembow.ge

რემბოუ არის პრემიუმ ხარისხის მულტიპროფილური ივენთების ორგანიზების კომპანია, რომელიც უკვე 15 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი კლიენტები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Binance, საქართველოს ბანკი, McDonalds, Wolt და სხვა გლობალური და ლოკალური ბრენდები

კონტაქტი

დაგვიკავშირდით

შეავსეთ ფორმა და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით