HomeBlogბლოგირა ღირს კარგი ქორწილი საქართველოში და როგორ დავზოგოთ ბიუჯეტი ივენთ კომპანიის დაქირავებისას?

რა ღირს კარგი ქორწილი საქართველოში და როგორ დავზოგოთ ბიუჯეტი ივენთ კომპანიის დაქირავებისას?

ხშირად ვიღებთ წერილებს, სადაც მკითხველები თავისთის საინტერესო დეტალებზე გვეკითხებიან. შევამჩნიეთ, რომ ყველაზე ხშირად აინტერესებთ, “რა ღირს ქორწილი”. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, დღევანდელი ბლოგი ამ თემისთვის დაგვეთმო. ყველას სურს, რაც შეიძლება გონივრულად გაანაწილოს ბიუჯეტი, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ყოველ ჯერზე ერთია: გააჩნია, რა გსურს შენ. შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ ერთსა და იმავე ლოკაციაზე ორგანიზებული ქორწილი სრულიად სხვადასხვა თანხა შეიძლება დაჯდეს. ბიუჯეტი დამოკიდებულია ინდივიდუალურ გემოვნებაზე, მენიუზე, გაფორმებაზე, ფეიერვერკზე, მუსიკაზე, სხვადასხვა ტიპის აქტივობაზე, – გააჩნია რას აირჩევ. ერთი და იმავე თანხით უამრავი სხვადასხვა ვარიაცია შეიძლება გამოვიდეს. ამდენად, კითხვაზე “რა ღირს ქორწილი?” პასუხის გაცემას მხოლოდ მას შემდეგ შევძლებ, რაც გავიგებ, როგორი ქორწილი გსურს პირადად შენ. ქორწილი არის შთაბეჭდილებები. ეს დღე ცხოვრების ბოლომდე ტკბილად უნდა დაგამახსოვრდეს შენც და სტუმრებსაც. ბევრს ჰგონია, რომ რაც მეტია ბიუჯეტი, მით უკეთესი გამოვა ქორწილი, თუმცა დიდი დანახარჯი არ განსაზღვრავს გართობის ხარისხს – შეიძლება ქორწილი ნახევარი მილიონი დაგიჯდეს და ვერ გაერთო, ხოლო 20 ათასიანი ქორწილი ყველასთვის დაუვიწყარი აღმოჩნდეს. ზოგჯერ, როდესაც ჩემს ივენთ კომპანიაში მოდის, დამკვეთი, ხარჯების შემცირების მიზნით, ცდილობს, გარკვეული დეტალები თავად მოაგვაროს. მაგალითად, დაჯავშნოს დარბაზი, ბენდი, მენიუ ან სხვა რამ. უცნაურია, მაგრამ ჰგონია, რომ ივენთ კომპანიის დაქირავება ხარჯებს გაუზრდის. ჩემ შემთხვევაში, პირიქითაა. გამოცდილება მაძლევს საშუალებას, გრძელვადიანი პარტნიორებისგან ხელმისაწვდომ ფასებში ვიქირავო ყველაფერი, დარბაზითა და ინვენტარით დაწყებული, პერსონალითა და მუსიკალური გაფორმებით დამთავრებული. შესაბამისად, ქორწილის ორგანიზებისას დამკვეთს, დაახლოებით, თანხის 40%-ის დაზოგვაში ვეხმარები. მთელ ამ პროცესში, ფინანსების გარდა, იზოგება დიდი დრო და ენერგია, რადგან პროფესიონალი ივენთ მენეჯერი პერსონალური ტრენერივითაა – გახსენებს ყველა დეტალს, შენ მაგივრად აგვარებს ყველაფერს, გამხნევებს ყოველ ნაბიჯზე და რაც მთავარია, გამშვიდებს.

სიმშვიდე კი- ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მღელვარებით სავსე სამზადისში. იმედი მაქვს, ეს პოსტი სასარგებლო აღმოჩნდა შენთვის. თუ გინდა რომელიმე სხვა თემაზე მიიღო პასუხები, მომწერე და ვეცდები მომდევნო ბლოგში ამომწურავად ვისაუბრო.